20 ივნისი 2026,   03:51
ვრცლად
საკუთარი ქვეყნის თავდაცვასთან ერთად, უკრაინა რუსეთს მის ტერიტორიაზეც უტევს

შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ოკუპანტებმა კიევსა და ზაპოროჟიეს, რის შედეგადაც რამდენიმე კერძო სახლსა და მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.

ამავე დროს, აფეთქებები იყო ოდესის ოლქის საპორტო ქალაქ იზმაილშიც. ქალაქს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

საკუთარი ქვეყნის თავდაცვასთან ერთად, უკრაინა რუსეთს მის ტერიტორიაზეც უტევს. შტურმი იყო ბრიანსკის ოლქზე სტორმ შადოუს ტიპის რაკეტებით.

იერიში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქიმიურ საწარმოზე მიიტანეს, სადაც სამხედრო ტექნიკისთვის საჭირო მასალები მზადდება.

დღის ამბები