18 აგვისტო 2026,   11:53
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძემ გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

მთავრობის თავმჯდომარემ, ელჩს მთავრობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე, როგორც ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო, ასევე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების სისტემური დარღვევების ფაქტებზე.

საუბარი შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

დღის ამბები