09 აგვისტო 2026,   19:58
ვრცლად
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი მომზადდა. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შესაძლებელია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელდეს.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ცვლილებების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარადგინა. კანონპროექტის მიღების შედეგად, მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების სამართლებრივი საფუძვლები გაჩნდება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტს, ასევე მეორე მოსმენით,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები გააცნო.

კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პრინციპების დონეზე წარადგინა. ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან დაშორების კონკრეტულ რადიუსზე მითითება საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტზე მითითებით იცვლება.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

 

დღის ამბები