08 ივნისი 2026,   17:42
ვრცლად
ქვემო ქართლის პოლიციამ 2024 წლიდან ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ძებნილი - 2001 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, მსჯავრდადებული ა.ა. მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ, 2024 წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა იგი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავეს.

მსჯავრდადებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

დღის ამბები