19 ივნისი 2026,   11:00
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს დნეპროპეტროვსკის ოლქს - ხანძარი გაჩნდა რვა მრავალბინიან კორპუსში

ომი უკრაინაში გრძელდება. ღამით, რუსეთის თავდაცვის ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს დნეპროპეტროვსკის ოლქს. ხანძარი გაჩნდა რვა მრავალბინიან კორპუსში. თავდასხმის შედეგად კი 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მძიმე მდგომარეობაშია 1 ადამიანი.

თავდაცვასთან ერთად, რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. ომში მყოფმა ქვეყანამ, კრემლის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით 50-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია 45 დრონი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

დღის ამბები