14 აგვისტო 2026,   07:34
ვრცლად
"დიასპორის სახლის" საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალი მალტაზე გაიმართა

უკვე მეათე წელია, "დიასპორის სახლი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ემიგრანტებს აჯილდოებს.

წლევანდელი საიუბილეო ცერემონიალი მალტაზე გაიმართა, სადაც "დიასპორის სახლის“ დამფუძნებელმა, ინა ასანიძემ თავი იმ ქართველებს მოუყარა, რომლებიც წლებია საქართველოს და თანამემამულეების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეებს აკეთებენ.

გალასაღამოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ცნობილი მუსიკოსებიც ეწვივნენ. ღონისძიებას მალტაზე მცხოვრები ემიგრანტებიც დაესწრნენ.

დღის ამბები