სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე ხიდის აღდგენა და მე-3-ე მონაკვეთზე გზის მშენებლობა გრძელდება.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და 52 კილომეტრს მოიცავს. გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთი, სულ 30-ი კილომეტრი უკვე გახსნილია მოძრაობისთვის.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.