"მადლობას ვუხდით პრეზიდენტს და მის გუნდს მოწვევისთვის და შეხვედრისთვის. ჩვენ გვქონდა პროდუქტიული შეხვედრა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
გუშინ თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და კრიზისის დასრულების გზები განიხილეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრა პროდუქტიული იყო.
"ვენდობით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვენდობით პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის დასრულება. მადლობას ვუხდით პრეზიდენტს და მის გუნდს მოწვევისთვის და შეხვედრისთვის. ჩვენ გვქონდა პროდუქტიული შეხვედრა, ხანგრძლივი შეხვედრა. დიახ, რადგან გვინდოდა თემებისა და კითხვების ფართო გეგმა გვქონოდა. ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მქონდა სატელეფონო ზარი "მსურველთა კოალიციის" მთავარ ლიდერებთან. რუსეთს ეშინია "ტომაჰავკების", ნამდვილად ეშინია, რადგან ეს ძლიერი იარაღია. თუმცა, ვფიქრობ იმასაც, რომ უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. პრეზიდენტი მართალია. დიახ, ომი უნდა შევაჩეროთ იქ, სადაც ვართ. ეს მნიშვნელოვანია," - ამბობს ზელენსკი.