19 ივნისი 2026,   14:20
ვრცლად
"ვფიქრობ, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, მერწმუნეთ, სხვაგვარად ამას არ ვიტყოდი. გუშინ ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ვესაუბრებოდი მას, ბევრი დეტალი განვიხილეთ" - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინ კიდევ ერთხელ უმასპინძლა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და კრიზისის დასრულების გზები განიხილეს.

ზელენსკის მთავარი მოთხოვნა - მიეღო ვაშინგტონისგან ტომაჰავკის რაკეტები, არ შესრულდა. ტრამპმა თქვა, რომ სტრატეგიული ტიპის იარაღი შეერთებულ შტატებსაც სჭირდება და კონფლიქტის მეტად ესკალაცია საჭირო არ არის.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, 3 წლიანი შეიარაღებული დაპირისპირება იმ სურათით უნდა დასრულდეს, რა მდგომარეობაც ფრონტის ხაზზე დღეს არის. 

"ყველამ იცის, რომ ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი არ უყვართ. ამიტომაც, პირველ რიგში ერთმანეთის მიმართ სიძულვილი უნდა მოვიშოროთ, რადგან სიძულვილი მოლაპარაკების პროცესს აფერხებს. ამას პრეზიდენტ ზელენსკის წინაშე ვამბობ, თუმცა პრეზიდენტ პუტინსაც ვუთხარი. ვფიქრობ, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, მერწმუნეთ, სხვაგვარად ამას არ ვიტყოდი. გუშინ ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ვესაუბრებოდი მას, ბევრი დეტალი განვიხილეთ. ომის დასრულება პრეზიდენტ ზელენსკისაც უნდა. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, "ტომაჰავკები" ძალიან საშიში იარაღია. მისი გამოყენება შეიძლება ნიშნავდეს დიდ ესკალაციას და მასთან ერთად ბევრ ცუდ რამეს. ამიტომ, ბუნებრივია, ტომაჰავკები ჩვენც გვჭირდება. ამიტომ, ჩვენ არ გვინდა იმის გაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება. თუმცა, შესაძლებელია სხვა ალტერნატივის, მაგალითად დრონების შეთავაზება", - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

რა პირობით დასრულდება უკრაინის ომი, ეს დიდი ალბათობით, ბუდაპეშტში ჩანიშნულმა შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს, სადაც მოსკოვისა და შტატების ლიდერები ერთმანეთს პირისპირ დაელაპარაკებიან.

დღის ამბები