17 აგვისტო 2026,   01:53
ვრცლად
ლევან ბეჟაშვილი - "ჩვენ ბუნებრივია პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ვაგრძელებთ, სტატუსის მიუხედავად"

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობას და აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა. ცვლილებები ჯამში 4 კანონში შევიდა და მას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ასევე თითქმის მზად არის მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ გასაჩივრებას ევროსასამართლოში აპირებენ.

"ჩვენ ბუნებრივია პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ვაგრძელებთ, სტატუსის მიუხედავად. ასევე ბუნებრივია, ევროსასამართლოში ამ ყველაფერს გავასაჩივრებთ,"- აცხადებს ბეჟაშვილი.

დღის ამბები