16 აგვისტო 2026,   23:22
ვრცლად
არჩილ გორდულაძე - "მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებული ხალხი იქნებიან პოლიტიკაში და არა გარედან მართული აგენტები"

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობას და აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა. ცვლილებები ჯამში 4 კანონში შევიდა და მას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ასევე თითქმის მზად არის მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები იქნებიან.

"ის მავნებლები და საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი ძალები და აგენტურა, რომელიც 2003 წლიდან იბრძვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, აიკრძალებიან კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამავდროულად იმ პირებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან აკრძალულ პარტიებთან, მათაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტივობა. ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ სპექტრს და მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებული ხალხი იქნებიან პოლიტიკაში და არა გარედან მართული აგენტები,"- აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები