20 აგვისტო 2026,   14:39
ვრცლად
წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ქვემო ქართლში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გარემოს დამცველებმა გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქეს 8 კუბურ მეტრზე მეტი კაკლის ხის მასალა გადაჰქონდა.

გარემოსთვის მიყენებული ზარალი 11 000-ს აჭარბებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი.

დღის ამბები