17 აგვისტო 2026,   04:00
ვრცლად
"შეუიარაღებელი თვალითაც საზოგადოებისთვის ნათელია, რომ იყო აქტიური კონსულტაციები, აქტიური მცდელობა, მოეწყოთ შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ და დაემხოთ ჩვენი სახელმწიფო" - დავით მათიკაშვილი

"არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ბაჩო ახალაია და სხვა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები და ლიდერები იყვნენ აქტიურად ჩართული 4 ოქტომბრის საქართველოს და ქართული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციაში, რომელიც ჩავარდა", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ყოველგვარი შეუიარაღებელი თვალითაც საზოგადოებისთვის არის ნათელი, რომ იყო აქტიური მცდელობა, მოეწყოთ შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ. 

"არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ბაჩო ახალაია და სხვა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები და ლიდერები იყვნენ აქტიურად ჩართული 4 ოქტომბრის საქართველოს და ქართული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციაში, რომელიც ჩავარდა. ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გამოძიებას მისცეს ჩვენება და დაადასტუროს ეს გარემოება კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით.

შესაბამისად, ყოველგვარი შეუიარაღებელი თვალითაც საზოგადოებისთვის არის ნათელი, რომ იყო აქტიური კონსულტაციები, აქტიური მცდელობა, მოეწყოთ შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და დაემხოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა, რაც ბუნებრივია, საქართველოს სპეცსამსახურების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გამო, ბუნებრივია, არ შესრულდა", - აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

დღის ამბები