14 ოქტომბერს, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის რიგით 65-ე სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღოასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედიდელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
სხდომის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს: "ხელოვნური ინტელექტის როლი სოციალურ-ეკონომიკურგანვითარებაში“.
"შავი ზღვის რეგიონისთვის, თავისი სტრატეგიულიმდებარეობით, მრავალფეროვნებითა და მზარდიპოტენციალით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლიამოდერნიზაციის, კონკურენტუნარიანობისა დაინკლუზიური ზრდის ძლიერი მამოძრავებელი ძალაიყოს. ამის მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება მყარისამართლებრივი ჩარჩოები და ძლიერი რეგიონულითანამშრომლობა. საქართველო ციფრულტრანსფორმაციას მდგრადი განვითარების ძირითადელემენტად მიიჩნევს. ჩვენ ამჟამად ეროვნულიპოლიტიკის ჩარჩოს შექმნის საწყის ეტაპზე ვართ, რომელიც ხელოვნური ინტელექტისსტრუქტურირებული და პასუხისმგებლიანი გზითგამოყენებასა და განვითარებას წარმართავს. ამ ჩარჩოსმიზანია ინოვაციებისთვის შესაფერისი პირობებისშექმნა, ახალი ტექნოლოგიების უსაფრთხოდდანერგვის ხელშეწყობა და იმის უზრუნველყოფა, რომხელოვნური ინტელექტის სარგებელი საზოგადოებაშიგაზიარდეს.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისსააგენტოს (GITA) ერთ-ერთი მთავარი ამოცანაასაქართველოს პირველი ხელოვნური ინტელექტისეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისმომზადება, რომელიც ასახავს, თუ როგორ შეუძლიაჩვენს ქვეყანას ტექნოლოგიების გამოყენებაპასუხისმგებლიანი და მომავალზე ორიენტირებულიგზით.
შავი ზღვის რეგიონი მრავალფეროვანი, დინამიური და მდიდარია ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით. ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებას შეუძლია გააძლიეროს თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, მოდერნიზდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა და შეიქმნას ახალი შესაძლებლობები დასაქმებისთვის. ეს პოტენციალი იმ შემთხვევაში იქნება რეალიზებული, თუ ჩვენ შევქმნით მკაფიო და სამართლიან სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლებიც წაახალისებენ ინოვაციებს და ამავდროულად დაიცავენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს.’’
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ხელოვნურიინტელექტის შესახებ შესაბამისი მოხსენებისა დარეკომენდაციის პროექტები, რომლებიც ოფიციალურადმიმდინარე წლის ნოემბერში, ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში, ასამბლეის პლენარულ სესიაზეიქნება მიღებული.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ასამბლეის რვა წევრი ქვეყნის 50 მდე დელეგატი.