რუსთავში "რუსთავქალაქობა" 2025 იმართება. ქალაქის დღესასწაული, რუსთავის თავისუფლების მოედანზე, 12 საათზე მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამით იწყება. პარალელურად, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და წიგნის ფესტივალი, სადაც "რუსთავქალაქობის" სტუმრები, 14 სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების შეძენას, ფასდაკლებით შეძლებენ.
საღამოს 7 საათიდან, კი "რუსთავქალაქობის" სცენას ანსამბლი "რუსთავი" დაიკავებს. ქალაქის დღესასწაულის ბოლოს, სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე, საქართველო- თურქეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის ტრანსლაცია მოეწყობა.