სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, კონსტიტუციურად რაც ევალება - დააზღვიოს სახელმწიფო გადატრიალების, ამბოხისა და ამდაგვარი ქმედებებისაგან, ეს შეასრულა, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუს-ს ბევრად მეტი ინფორმაცია და პრევენციის საშუალება გააჩნდა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა გაცილებით მეტი ინფორმაცია და გაცილებით მეტი პრევენციის საშუალება ჰქონდა, ვიდრე მათ წარმოედგინათ. ამ კუთხით, მართლა შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, კონსტიტუციურად რაც ევალება - დააზღვიოს სახელმწიფო გადატრიალების ამბოხისა და ამდაგვარი ქმედებებისაგან - ეს შეასრულა. ეს შეასრულა სწორედ იმით, რომ მუშაობდნენ გამართულად“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.