საქართველოში, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს - 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 6.1 მილიონი შეადგინა.
6,109,755 საერთაშორისო მოგზაური - 2024 წელთან შედარებით ზრდა +5.4%.
4,307,094 საერთაშორისო ტურისტი - 2024 წელთან შედარებით ზრდა +7.9%.
რაც შეეხება 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, ივლის-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულმა მაქსიმუმა 2 მილიონი ვიზიტი შეადგინა.
2,956,014 საერთაშორისო მოგზაური - 2024 წელთან შედარებით ზრდა +6.6%.
2,036,731 საერთაშორისო ტურისტი - 2024 წელთან შედარებით ზრდა +9%.