ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების საკითხზე სამუშაო შეხვედრები გრძელდება.
გარემოს დაცვის სამინისტროში ამჯერად სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, მწარმოებლები და იმპორტიორები იმყოფებოდნენ.
მაგიდაზე დევს რეგულაციების სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში აიკრძალება პლასტმასის ჭურჭლის, დანა-ჩანგლის, კონტეინერების და ჭიქების გაყიდვა. აქცენტი გაკეთდა ვადებზე.
კვლევებით, საქართველოში ყოველწლიურად 6 000-მდე ტონა პლასტიკის გამოყენება ხდება, რაც გამოწვევაა.