19 ივნისი 2026,   05:45
ვრცლად
"ჰამასმა" მძევლების გათავისუფლება რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს - პალესტინურ ანკლავში, მათ გამოსაყვანად, საერთაშორისო წითელი ჯვრის მისია შევა

რამდენიმე საათში ""ჰამასმა"" მძევლების გათავისუფლება უნდა დაიწყოს. პალესტინურ ანკლავში, მათ გამოსაყვანად, საერთაშორისო წითელი ჯვრის მისია შევა. მძევლების ოჯახის წევრები ღაზის საზღვართან უკვე გაემგზავრნენ.

ტერორისტების ხელში ამ დრომდე რჩება 48 მძევალი, აქედან 20, სავარაუდოდ, ცოცხალია. ამ წუთებში ისრაელის მოქალაქეები თელ-ავივის ცენტრში არიან შეკრებილები და გატაცებულების სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან.

დღესვე, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში უნდა გათავისუფლდეს ისრაელის ციხეებში მყოფი თითქმის 2 000 პალესტინელი პატიმარი.

დღის ამბები