09 აგვისტო 2026,   16:11
ვრცლად
ირაკლი ხერგიანი FIDIC-ის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად აირჩიეს - მმართველი რგოლის წევრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და ინვესტიციებს გაზრდის

ქვეყნის შესაძლებლობების პოპულარიზაციასთან ერთად, ირაკლი ხერგიანი ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, დარგის და პროფესიონალი კადრების განვითარება იქნება. "კონსულტანტ ინჟინრების საერთაშორისო ფედერაციის" ხელმძღვანელობის საბჭოში ის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ორგანიზაცის საბჭოში საკუთარი წარომადგენელი ჰყავს.

ირაკლი ხერგიანი FIDIC-ის ხელმძღვანელობის საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ფიდიკი 100-ზე მეტ ქვეყანას, 40 000-ზე მეტ კომპანიას და მილიონზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, ხელმძღვანელობის საბჭო კი ავტორიტეტული ორგანიზაციის სტრატეგიულ პოლიტიკას განსაზღვრავს.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი, მსოფლიოში ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო სწრაფად, გამართულად და ეფექტიანად განხორციელებაა. FIDIC-ის სამშენებლო და საინჟინრო სტანდარტები გამოიყენება საქართველოშიც. ამ კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელმაც ათეულობით პროექტი განახორციელა.

მშენებლობისა და საინჟინრო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია 1913 წელს დაფუძნდა. სწორედ FIDIC- განსაზღვრავს მსოფლიოში ინფრასტრუქტურული განვითარების კრიტერიუმებს. გლობალური სტანდარტი საქართველოში გამოიყენება, თუმცა თბილისში ამბობენ, რომ მმართველი რგოლის წევრობა და ამ ორგანიზაციასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე ახალი ეკონომიკური განვითარების კუთხით.

დღის ამბები