05 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
"განსაკუთრებული და გამორჩეული დღეა, წელს 500-ზე მეტი მონაწილე არის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფესტივალის აქტუალურობას" - დავით სონღულაშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალზე

მეღვინეობის ქალაქი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. გურჯაანში დღეს პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.

9-წლიანი ისტორია გრძელდება. ახტალის პარკში ფესტივალი სხვადასხვა სახეობის ღვინოს, ჭაჭასა და სასმელს ერთ სივრცეში აერთიანებს. სტუმრებს 500-ზე მეტი მეღვინე, 200-ზე მეტი სახეობის ღვინოს სთავაზობს. ადგილზე მოწყობილია კულინარიული სივრცეც. დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული აქტივობაც, დღის ბოლოს ფესტივალი ჯგუფი სახეს კონცერტით დასრულდება.

"ეს არის განსაკუთრებული და გამორჩეული დღე როგორც კახეთისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის, არის შესაძლებლობა მცირე და საშუალო მარნებისთვის, მეღვინეებისთვის, რომ გააცნონ თავისი ღვინოები ძალიან ფართო აუდიტორიას.

მოგეხსენებათ, რომ შარშან 30 000 ადამიანზე მეტი იყო, ყოველწლიურად იზრდება მასშტაბები თვითონ ფესტივალის - წელს 500-ზე მეტი მონაწილე არის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფესტივალის აქტუალურობას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები