17 აგვისტო 2026,   04:52
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ლუის გრაჩამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მთავრობის გადაყენების მცდელობის ფონზე განვითარებული არეულობის გამო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრაჩამ, შეშფოთება გამოთქვა საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მთავრობის გადაყენების მცდელობის ფონზე განვითარებული არეულობის გამო.

"მე ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით. ამ მგრძნობიარე მომენტში, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვალდებულება ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესების მეშვეობით იმუშაონ", - აღნიშნა სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრაჩამ.

მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს.

დღის ამბები