საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული რამდენიმე პირის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხცზე მსჯელობს.
მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. დაკავებულთა რაოდნეობა 46-ია, მათ ნაწილს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
ავტორი:ნანა გოგატაძე