"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში დღის პირველ საათზე, ზუსტად 5 საათზე კი, საგამოძიებო ორგანოს ეზოში სასწრაფო დახმარების ჯგუფი შევიდა, მალევე გაირკვა, რომ ბაჩო ახალიას ექიმის დახმარება სჭირდებოდა.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესვლამდე ყოფილმა ძალოვანმა თქვა, რომ მას ინტერესების დამცველის გარეშე სურდა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, თუმცა მალევე, ახალიამ ადვოკატი მოითხოვა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესვლამდე, ბაჩო ახალიამ უკვე იცოდა, რომ მას 4 ოქტომბერს მიმდინარე მოვლენებზე გამოჰკითხავდნენ და მისი ხმის ნიმუშებსაც აიღებდნენ.
გამოძიება იმ სატელეფონო ჩანაწერის ავთენტიკურობის დადგენას ცდილობს, რომელიც 4 ოქტომბერს გავრცელდა. მასალაში ბაჩო ახალია, პაატა ბურჭულაძეს ქუჩებში არეულობის მოწყობაზე, სისხლის ღვრასა და მსხვერპლზე ესაუბრებოდა.
თავად ახალაია ირწმუნება, რომ მსგავსი სატელეფონო საუბარი მას არ ჰქონია.
დრეს, პირველად, ბაჩო ახალიამ 4 ოქტომბერს მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება უწოდა, პრეზიდენტის რეზიდენციაზე მიტანილ შტურმს და იმ ძალადობრივ ქმედებებს, რა დროსაც, 30-მდე პოლიციელი მძიმედ დაშავდა. დღეს ყოფილმა ძალოვანმა დაადასტურა, რომ 4 ოქტომბრამდე პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავას შეხვდა.
4 ოქტომბრის ძალადობრივი ქმედებების 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან შედარება, "ქართული ოცნების" წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნის უდანაშაულობის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ბაჩო ახალაიას წარსული საქმიანობა, მის მიერ ახალ დანაშაულის ჩადენას არ გამორიცხავს.
მონაწილეობდა თუ არა, 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებში ბაჩო ახალია - ამ კითხვაზე პასუხს ოპოზიციაში თავს არიდებენ ყოფილი ძალოვანის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას მხოლოდ პარტია "ახალის" წევრი თენგიზ თევზაძე გამომეხურა.
ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ ახალისებდა ძალადობას და ვინ აფინანსებდა ძალადობრივ ქმედებებს - ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში შეაფასა და სამართლებრივი დეტალები არ განუმარტავს.
პრეზიდენტის რეზიდენციაზე მიტანილ შტურმზე და 4 ოქტომბერს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
სუს-ში ბაჩო ახალიას მეუღლეც დაბარებულია. ინფორმაცია ანი ნადარეიშვილმა თავად გაავრცელა. მან "ფეისბუკ" გვერდზე სტატუსი დაწერა.