17 აგვისტო 2026,   15:48
ვრცლად
ხობში, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 16 წლის ბიჭს, შემთხვევით, სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა დაიჭრა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები