17 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესს" - გრიგოლ გეგელია​

"ხელის გულზე დევს, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი და დაფინანსებული" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და მოვლენების ქრონოლოგიის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.

შალვა პაპუაშვილი იხსენებს გარე აქტორების არაერთ განცხადებას და მოწოდებას რომლებიც მათ სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის და შემდეგ განვითარებული მოვლენების პარალელურად გაავრცელეს.

პაპუაშვილის პოსტს შეფასებები მოჰყვა როგორც მმართველი გუნდის, ისე მათი ოპონენტების მხრიდან.

"ლელო-ძლიერი საქართველოსვე" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ევროპელი პარტნიორები მშვიდობიან დემოკრატიულ პროცესს უჭერენ მხარს.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესს. იქ იყო 100 000 ადამიანი. მაია სანდუმ რა თქვა - კოცონები დაანთეთ, მხარს ვუჭერთო?! თუ ქართველი ხალხის დემოკრატიულ პროტესტს ვუჭერ მხარსო. 100 000 კაცი იდგა, რომლიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ იყო იქ [პრეზიდენტის სასახლესთან] არამედ იყვნენ განთავსებული რუსთაველზე ან სხვაგან", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები