პირველი სამუშაო დღე კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო. მესამე ვადით არჩეულმა მერმა გლდანში ახლი სკვერი დაათვალიერა.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილმა სკვერმა ძველი უკანონო ავტოფარეხები და შემოღობვები ჩაანაცვლა. მოსასვენებელი სივრცე ყველა თაობის წარმომადგენელზეა გათვლილი და მისი ფართობი 8 000 კვადრატული მეტრია.
საფეხმავლო და ველო ბილიკებით, ბავშვთა გასართობი სივრცეებით და სავარჯიშო ზონებით გლდანის მეოთხე მიკრორაიონის მაცხოვრებლები უკვე სარგებლობენ. ახალ სკვერში მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო ხე-მცენარეები და დამონტაჟდა განათებები.
აღნიშნულ ადგილას ახალი სკვერის მოწყობა მოსახლეობის სურვილი იყო. უკანონო შენობა ნაგებობების დემონტაჟიც მათთან შეთანხმებით დაიწყო.
გლდანს გარდა, თანამედროვე სტანდარტების მოსასვენებელი სივრცეები უახლოეს დღეებში, დედაქალაქის სხვა უბნებშიც გაიხსნება - ახალი პროექტები კახი კალაძემ უკვე დააანონსა.
ახალი სკვერის მოსაწყობად, 173 333 ლარი დაიხარჯა. თანხა გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყო.