"მე არ ვიცი, კონკრეტულად რა იგეგმებოდა აქციის პირობებში და, ამიტომ, კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ რამდენად განხორციელდა თუ ვერ განხორციელდა ამოცანები", - ეს განცხადება "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, რომლის გაცხადებული მიზანიც ხელისუფლების დამხობა იყო.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი "ძალიან მძიმე პროვოკაციას" ჰგავს.
"შემიძლია ვთქვა, რომ გვერდიდან ეს ყველაფერი ჩანს, როგორც ძალიან მძიმე პროვოკაცია, - თქვენ იცით, რომ ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია ამ აქციის დაგეგმვასა თუ ორგანიზებაში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.