ორბელიანის მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რკინის ღობე შეანგრიეს და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს, ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აგებენ ფილებს და ამონტაჟებენ სხვა დაზიანებულ ინვენტარს.
რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, რომლის ჯებირიც გუშინ აქციის მონაწილეებმა გაანგრიეს, ის კვლავ დაზიანებულია, სამონტაჟო სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის.