საპროტესტო აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების დამხობა, მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს გარე აქტორებმა. სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი განცხადება.
"ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენ გვერდითაა," - დაწერა მაია სანდუ.
მოვლენებს გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიანე, რომელმაც "X-ზე" საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფოტოები გაავრცელა წარწერით, "ყველა ღამე თბილისში".
ლიეტუველი პოლიტიკოსი ლაურინას კასჩუნასი წერს, - "სამშობლოს კავშირი - ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები დღეს ქართველებთან არიან".
მის სტატუსს აზიარებს ჟიგიმანტას პავილიონისი და წერს, რომ დღეს ყველა ქართველია.
თბილისში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა მიხეილ როთიც. მან სოციალურ ქსელში ორბელიანის მოედანზე გადაღებული ვიდეო გააზიარა და მოუწოდა ევროპას, მხარი დაუჭიროს ქართველებს.
პროცესს გამოეხმაურა ანა ფოტიგა, რომელიც აცხადებს, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობით, არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდეს და ქართველები კვლავ მტკიცედ არიან განწყობილნი, გააგრძელონ პროტესტი.