17 აგვისტო 2026,   00:01
ვრცლად
"იმედის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 77.4%, ირაკლი კუპრაძემ კი 8.8% მიიღო

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, კომპანია "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისში, საკრებულოს არჩევნებში პარტია "ქართულმა ოცნებამ" ხმების 76.3% მიიღო, "ლელო - ძლიერი საქართველო" - 7.1%, "გირჩმა" - 6.8%, "კონსერვატორები საქართველოსთვის" - 3.3%, ხოლო სხვა პარტიები - 6.5%.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ეგზიტპოლების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 77.4% მიიღო, "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო-ძლიერი საქართველოს" საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ხმების - 8.8% მიიღო, იაგო ხვიჩიამ - 6.7%, ხოლო ზურაბ მახარაძემ - 3,2%.

დღის ამბები