რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. საპროტესტო აქცია ჯერჯერობით არ დაწყებულა. ადგილზე დამონტაჟებულია სცენა. არსებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძეს 16:00 საათზე უნდა გაეკეთებინა განცხადება, თუმცა ის ჯერჯერობით არ გამოჩენილა.
თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ამ ეტაპისთვის შეზღუდული არაა. შეკრებილები გეგმის გამოცხადებას ელოდებიან.