რიკოთზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.