09 აგვისტო 2026,   13:40
ვრცლად
"იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა" - შსს მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე

მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებთ ინფორმაციას ავრცელებს.

"გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.

ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები