19 ივნისი 2026,   11:01
ვრცლად
"ჩვენთვის ქუჩაში ყოფნაც კი არ არის უსაფრთხო" - ლიეტუვის კულტურის მინისტრი ადომავიჩუსი თანამდებობიდან გადადგა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს მოთხოვნით, კულტურის მინისტრმა იგნოტას ადომავიჩუსმა გადადგომის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს არა მისი შეცდომების, არამედ გარე ზეწოლის გამო მოხდა, რომელიც მისი ოჯახის უსაფრთხოებას ემუქრებოდა.

"ამიტომ, დღეს, ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, მთელი საზოგადოების გათვალისწინებით, რათა არ გავანადგურო მთავრობა, არამედ დავეხმარო მას თავისი საქმიანობის გაგრძელებაში, შემიძლია განვაცხადო: ვტოვებ კულტურის მინისტრის თნამდებობას და მალე გადავცემ ჩემს განცხადებას ი. რუგინიენეს", - აღნისნა ადომაევიჩიუსმა.

lrytas.lt-თან ინტერვიუს დროს, მინისტრმა მყისიერად არ უპასუხა კითხვას, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი და ჟურნალისტი პროვოკაციაში დაადანაშაულა. ეს პრემიერ-მინისტრ ი. რუგინესთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც ი. ადომაევიჩიუსს ნებაყოფლობით გადადგომა შესთავაზა.

როდესაც პოლიტიკოსს ჰკითხეს, დაიყოლიეს თუ არა თანამდებობიდან გადადგომაზე, მან ეს უარყო და განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირა დაძაბული იყო: მას მოუწია ფიქრი, როგორ მიეღო ეს გადაწყვეტილებები. ამასობაში, ადომაევიჩიუსი კულტურის მინისტრის თანამდებობას მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში იკავებდა და სინამდვილეში, სწორედ პრემიერ-მინისტრმა აიძულა იგი გადამდგარიყო, რასაც პრემიერი არც მალავდა.

დღის ამბები