21 ივნისი 2026,   16:57
ვრცლად
პროკურორები შონ "დიდი“ კომბსისთვის მინიმუმ 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ

პროკურორების თქმით, შონ "დიდი“ კომბსი მინიმუმ 11 წლით თავისუფლების აღკვეთას იმსახურებს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ფედერალური პროკურორები მოსამართლისთვის გაგზავნილ მემორანდუმში ამტკიცებენ, რომ შონ კომბსი, რომელსაც პარასკევს პროსტიტუციის მიზნით ტრანსპორტირების ორ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, მინიმუმ 11 წლით თავისუფლების აღკვეთას იმსახურებს.

პროკურორების განმარტებით, უფრო სერიოზული ბრალდებებში გამართლების მიუხედავად, კომბსი "არ გამოხატავს სინანულს“ და აგრძელებს მსხვერპლთა ტერორს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ დაისჯება იმ დანაშაულებისთვის, რომლებშიც იგი გამართლდა, იმ დანაშაულებისთვის, რომლებშიც იგი დამნაშავედ ცნეს, სასჯელის დადგენისას უნდა გათვალისწინონ მათი ჩადენის მეთოდები“, - განაცხადეს პროკურორებმა. ეს მოთხოვნა სასამართლოში ბრალდების მხარის საბოლოო პოზიციის ნაწილი გახდა.

მედიის ინფორმაციის, რეკომენდებული სასჯელი მნიშვნელოვნად აღემატება იმას, რასაც ადვოკატები ითხოვდნენ. საქმე ჯერ კიდევ განიხილება და დაცვის მხარეს აქვს შანსი, მტკიცებულებები გაასაჩივროს.

დღის ამბები