08 აგვისტო 2026,   02:28
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ბიუჯეტში, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა. პირველმა ინსტანციამ, ამ გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სახელმწიფომ სამოქალაქო დავა თანხის ამოღების მიზნით დაიწყო. საუბარია ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თემურ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული.

დღის ამბები