საქართველო და 6 დღე 4 ოქტომბრის არჩევნებამდე - დარჩენილ მცირე დროში განსაკუთრებით "ლელო" აქტიურობს. პარტიას, როგორც ჩანს, ახალი გეგმა და სტრატეგია აქვს.
დღის წესრიგში პოლიტიკური სკანდალია, ამიტომ, ალიანსი სამიზნეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იღებს და უწყებას ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. საუბარია "ლელოს" ბოლნისის მერობის უკვე ყოფილ კანდიდატზე, რომელმაც კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა. მართალია თავად "ასეფ ჩირაგოვი" მუქარას უარყოფს, თუმცა "ლელო" მაინც საკუთარ აზრზე რჩება.
ხაზარაძე-გახარიას პოლიტიკურ ალიანსს საარჩევნოდ ახალი დაპირებაც აქვს, თანაც საკმაოდ უჩვეულო და უცნაური. თუ არჩევნებში ირაკლი კუპრაძე გაიმარჯვებს, ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამომრჩევლებს ქალაქის პარალიზებას და ქაოსს ჰპირდება.
გეგმაშია მუნიციპალური სამსახურების გაფიცვა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბლოკირება და მოსახლეობის დასუფთავების სერვისის გარეშე დატოვება.
"ლელოში" ფიქრობენ, რომ ეს ტაქტიკა გაამართლებს, მოქალაქეები "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზდებიან და ქუჩაში გავლენ.