"მოლდოვის რესპუბლიკის მშვიდობასა და სუვერენიტეტს ვიცავთ. თუ ჩვენ ყველანი ორგანიზებულად გამოვალთ არჩევნებზე, ვერავინ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ვერ იყიდის ან გაყიდის, ვერ დაიპყრობს ჩვენს ქვეყანას," - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, პოლიცია და სხვა ინსტიტუციები საარჩევნო პროცესს ზედამხედველობას უწევენ.
"პოლიცია და სხვა ინსტიტუციები ზედამხედველობას უწევენ საარჩევნო პროცესს. ფიქსირდება გარე ჩარევები, როგორც არჩევნებამდე, ისე ახლაც, ინსტიტუტები ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს და ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ხმის მიცემის პროცესი კარგად ორგანიზებული და დაცულია," - განაცხადა დორინ რეჩანიმ.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.