ინდოეთში, ცნობილი მსახიობის, ვიჯაის წინასაარჩევნო აქციაზე მომხდარი ჭყლეტის დროს, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. მსახიობმა პოლიტიკური პარტია გასულ წელს შექმნა და 2026 წლის რეგიონული არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია მიმდინარე თვეში დაიწყო.
ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ 58 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.