"მაია სანდუ მიდის რუმინული სცენარით, უნდა საპარლამენტო არჩევნების ანულირება სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევის მოტივით, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ, ამიტომ, ხვალ 12:00 საათზე ყველა გავდივართ პარლამენტთან, დღეს კი, ყველას მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე", - ამის შესახებ მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, "პატრიოტული საარჩევნო ბლოკის" ლიდერმა, იგორ დოდონმა განაცხადა.
დოდონმა მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ნება გამოხატონ.
"უკვე ნათელია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. მაია სანდუს პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა აღარ ეყოლება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც მახსოვს არცერთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს უფლებას მისცემდა, ასე უდიერად მოჰქცეოდა საკუთარ ხალხს. ხალხი დაშინებულია, აზრის გამოთქმის ეშინიათ. ძვირფასო თანამოქალაქეებო, დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ამას ბოლო მოვუღოთ", - აღნიშნა დოდონმა.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.