08 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
შსს:"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილის დათვალიერებისას კარში შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი"

ს.კ.-ს საქმესთან დაკავშირებით, "კურიერი" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი".

მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით,"- აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც საბა კოდუას საქმესთან დაკავშირებით, ავტომობილიდან ამოიღეს, ექსპერტიზაზეა გადატანილი.

დღის ამბები