საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა გამოეხმაურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვას, რომლის მიხედვითაც საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით - 7%-მდეა გაზრდილი.
მისი თქმით, EBRD-ი პროგნოზებს სიფრთხილით ეკეთება, საქართველოს კი, მისი შეფასებით, გაცილებით ძლიერი ეკონომიკური ზრდა ექნება.
"შემცირდა აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის პროგნოზი, მცირედითაა გაზრდილი თურქეთის - 0,3%-ით და უცვლელია სომხეთის პროგნოზი. ამ დროს, საქართველოს პროგნოზი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. საქართველოს აქვს ძლიერი პერსპექტივა, საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა, უფრო მაღალი, ვიდრე EBRD-ი გვთავაზობს რადგან, როგორც წესი, ფრთხილ პროგნოზს აკეთებს. საქართველოს უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდა ექნება, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული," - აცხადებს მიხეილ დუნდუა.