გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით დღეს გამოვა. გაეროში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ცნობით, გამოსვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდება.
"საქართველოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, უმაღლესი დონის კვირეულის ფარგლებში, გაეროს მე-80 სესიას მიმართოს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო საზოგადოებას გააცნობს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, გაუზიარებს იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია და ასევე მიღწევებს, რომლებიც საქართველოს ჰქონდა გამოწვევებით სავსე რეგიონში, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით.
დღესვე, გაიმართება შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელიც ყოველთვის ძალიან აფასებს საქართველოს ერთგულებას გაეროს პრინციპების მიმართ. გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებო ევროპელ კოლეგებთან.
როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი ევროპელი კოლეგებისთვის გაეზიარებინა ჩვენი ქვეყნის მიზნები, ევროპული ინტეგრაციის კურსი, ამ თვალსაზრისით გამოითქვა ევროპელი კოლეგების მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა, ასევე გაზიარებულ იქნა, რომ ღირებულებითი ეროვნული ინტერესების მშვიდობისადმი, ერთგულების თვალსაზრისით ძალიან ბევრო ერთობაა ჩვენს სახელმწიფოებს შორის“, - აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე.