08 ივნისი 2026,   20:28
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საპატრულო პოლიციამ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, კუბის მოქალაქე რ.პ. დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები