21 ივნისი 2026,   18:18
ვრცლად
იტალიის ქუჩებში ათასობით პროპალესტინელი მომიტინგე გამოვიდა - დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს

რომი, მილანი, ბოლონია, ტურინი, ფლორენცია, გენუა და ლივორნო - იტალიის ქალაქების ქუჩებში ათასობით პროპალესტინელი მომიტინგე გამოვიდა. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

მილანის ცენტრალურ სადგურზე, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

შეტაკებების შედეგად, 60-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა. დაკავებულია 10-ზე მეტი მოქალაქე.

დღის ამბები