"თბილისობა 2025-ის" შემაჯამებელ ღონისძიებამდე ცოტა დრო რჩება. "ყველა უმღერის თბილისს" - ამ სახელწოდების, გალაკონცერტით დასრულდება შემოდგომის მთავარი დღესასწაული და 2-დღიანი ზეიმი დედაქალაქში.
მანამდე კი სტუმრებს, ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი მასპინძლობს. ეს ის მთავარი ლოკაციებია, სადაც დედაქალაქის მერიამ ღია კინოთეატრები კვების სივრცეები, სამეწარმეო მარკეტები, ატრაქციონები და თემატური ფოტოზონები მოაწყო.
ამ წუთებში, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ევროპის მოედანზე, სადაც გალაკონცერტისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, რომელიც 20:00 საათზე დაწყება.