21 ივნისი 2026,   16:18
ვრცლად
ამერიკელი სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი "ლაიმის" დაავადებას ებრძვის

ამერიკელი სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი "ლაიმის" დაავადებას ებრძვის. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მოდელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ის სპეციალურ დანადგარებზეა შეერთებული. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

ბელას დედამ განაცხადა, რომ მისის შვილის "ლაიმის" დაავადებასთან ბრძოლის ყურებამ უიმედობის გრძნობა დაუტოვა.

ოთხშაბათს, ბელა ჰადიდმა Instagram-ზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით: "ბოდიში, რომ ხშირად უგზო-უკვლოდ ვიკარგები, მე თქვენ მიყვარხართ მეგობრებო".

"შენ დაუნდობელი და მამაცი ხარ. არცერთი ბავშვი არ უნდა იტანჯებოდეს განუკურნებელი ქრონიკული დაავადებით", - წერს მოდელის დედა იოლანდა ჰადიდი.

ცნობისთვის, ლაიმის დაავადება ტკიპებით გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელმაც, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მკურნალობის გარეშე შეიძლება დააზიანოს სახსრები, გული და ნერვული სისტემა.

Bella Hadid sparks fan concern with alarming hospital bed photos as sister  Gigi tells her to stay

 

დღის ამბები