თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. კვირეულის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე წარსდგა.
კამერული მუსიკის კონცერტში, რომელიც თითქმის ორი საათი მიმდინარეობდა, მონაწილეობა მიიღო დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანმა კვარტეტმაც.
ფესტივალი, კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონცერტების პარალელურად, თემატური მასტერკლასებიც გაიმართება.