ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, თბილისის 157-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრა სკოლის რეაბილიტაციის საკითხებს შეეხო.არსებული შენობა ტექნიკურ და სეისმურ ნორმებს ვერ შეესაბამება. გადაწყვეტილების მიხედვით, სკოლის შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის აშენება იგეგმება.